გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი, ვილნიუსის მიკოლა რომერის უნივერსიტეტის მიწვევით, მივლინებულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, სადაც, სპიკერის სტატუსით, მოხსენებით წარსდგა სავალდებულო სასამართლო მედიაციის პანელის სხდომაზე.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი მედიატორები, რომელთაც პროფესორმა ყანდაშვილმა საქართველოს წარმატებული მოდელი გააცნო.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების თეორიულ-პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში ქვეყნის ფარგლებში და გააგრძელებს საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მიღწევების გაზიარებას.