მედიაცია ბიზნესში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაცია ბიზნესში


საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დაიწყო ახალი კამპანია, რომლის მიზანია მედიაციის არსი და რაობა გააცნოს ბიზნესსკოლების სტუდენტებს, მომავალი ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში.

 

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტებთან გაიმართა.

 

მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის - „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის", მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი გულისა კახნიაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია მიესალმნენ.

 

შეხვედრას მოდელირებას უწევდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი - ნინა გერსამია.

 

ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ ცოდნა დავის ალტერნატიული მექანიზმის - მედიაციის, შესახებ.

 

შეხვედრაზე სტუდენტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა.

 

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, გააგრძელებს მსგავს შეხვედრებსა და სასწავლო-პრაქტიკულ საქმიანობას ბიზნესის სკოლების სტუდენტებისთვის.

 

ღონისძიება/აქტივობა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.