გრუნის სტუდენტი - ბრიტანული კომპანიის სტაჟიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტი - ბრიტანული კომპანიის სტაჟიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მეორე კურსის სტუდენტი, ანა ურუშაძე, რომელმაც წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპები, ლონდონის სტარტაპკომპანია Pensight-ში სტაჟირებას გაივლის.

 

წარმატებული კომპანია ინვესტირებას განახორციელებს სტაჟიორის სწავლებაში და ანა ურუშაძეს მისცემს შესაძლებლობას, ნახოს, თუ როგორ მუშაობს მაღალტექნოლოგიური კომპანია შიგნიდან და გააცნობს შესაძლებლობების სპექტრს, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ინდუსტრიაში. აღნიშნული საშუალებას მისცემს გრუნის სტუდენტს მიიღოს გამოცდილება მარკეტინგის სფეროში და განივითაროს პროფესიული და საქმიანი უნარ-ჩვევები.

 

„Pensight-ი დაკავებულია დამოუკიდებელი ონლაინშემოქმედებით და ხელს უწყობს იუთუბერებს, პოდკასტერებს, მასწავლებლებსა და ქოუჩებს, რომ განავითარონ ურთიერთობები მიმდევრებთან და საზოგადოებასთან. მათ გაუშვეს თავიანთი პლატფორმის ადრეული ვერსია და შეძლეს 3 მილიონი დოლარის მოზიდვა.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ულოცავს ანას ამ დიდ წარმატებას და შემდგომ წინსვლას უსურვებს!

 

ბრიტანული კომპანია 2021 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორია.