გრუნის კურსდამთავრებული კარფურის კონკურსის გამარჯვებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის კურსდამთავრებული კარფურის კონკურსის გამარჯვებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი) საბაკალავრო პროგრამის 2023 წლის კურსდამთავრებულმა- ირაკლი კემულარიამ, კარფურის Retail Graduate Program-ში გაიმარჯვა!

 

კარფურის მიერ ინიცირებული ამ ახალი პროგრამის მიზანია, მოამზადოს ახალგაზრდები მაღალი მენეჯერული პოზიციებისათვის. კანდიდატებმა გაიარეს გასაუბრება და ონლაინტესტირება ინგლისურ ენაზე. პროგრამის მონაწილეებს კომპანია სთავაზობს საცალო გაყიდვების ტრენინგების სრულ ციკლს. მუშაობის პარალელურად, ისინი გაივლიან 3-თვიან საორიენტაციო კურსს და თითოეულ დეპარტამენტში 7 თვეს დაჰყოფენ, 2 წლის შემდეგ კი დაინიშნებიან მაღალმენეჯერულ პოზიციაზე, ისევ და ისევ ზრდისა და განვითარების პერსპექტივით.

 

წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულს!

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას კარფურთან, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების კომპანიაში დასაქმების მიზნით.