2023 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა მემორანდუმი გრუნისა და სტუდენტურ ორგანიზაცია BITISI -ს შორის.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების, მათ შორის, კონფერენციების, ვორქშოპების, სემინარების, ტრენინგებისა და სხვა სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას.
მხარეები, აგრეთვე, შეთანხმდნენ ყოველსემესტრულად სტუდენტური სტაჟირებების ორგანიზებას, 5 სტუდენტის მონაწილეობით.