მარიამ კაპანაძე - პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სტიპენდიის პირველი მფლობელი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მარიამ კაპანაძე - პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სტიპენდიის პირველი მფლობელი

მარიამ კაპანაძე პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სტიპენდიის პირველი მფლობელი გახდა.

 

გრუნის სამართლის სკოლის წარჩინებული სტუდენტი წელიწადზე მეტია წარმატებით მონაწილეობს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრის სასწავლო-პრაქტიკულ საქმიანობაში.

 

უნივერსიტეტმა ის გამოარჩია: მაღალი აკადემიური მოსწრებით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საზოგადოებრივ საქმიანობასა და უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი წვლილით.

 

პროფესორ ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სტიპენდია, მხარდაჭერასთან ერთად, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვულოცავთ მარიამს ამ აღიარებას და ვუსურვებთ ღირსეულად ატაროს ეს წოდება.

 

2023 წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიანტს უნივერსიტეტი 2024 წლის დასაწყისში დაასახელებს.

 

სახელობითი სტიპენდია გრუნის სამართლის სკოლის სტუდენტისათვის რამდენიმე თვის წინ დაწესდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის პროფესორის - ირაკლი ყანდაშვილის, ინიციატივით, რითიც მან შექმნა დამატებითი მხარდაჭერის შესაძლებლობა ნიჭიერი, წარმატებული სტუდენტებისათვის.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მადლობას უხდის პროფესორ ირაკლი ყანდაშვილს ამ ინიციატივისათვის.