შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა

2023 წლის 10 ნოემბერს გრუნის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების კომიტეტმა, კონკურსის საფუძველზე, გამოავლინა შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები:

  • სამართლებრივი სისტემის ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს საბინაო რეფორმების პოლიტიკის კონტექსტში;
  • პაციენტთა ადვოკატირებისა და სამედიცინო ცოდნის ამაღლების სტუდენტური ცენტრის შექმნა;
  • პროფესიული ეთიკის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები;
  • განახლებადი ენერგიების როლი საქართველოში მწვანე ბიზნესის განვითარებში;
  • მედიის საინფორმაციო ნაკადებისა და პიარკამპანიების გავლენა ტურიზმის განვითარებაზე საქართველოში.

 

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულ პროექტებს პირველ მარტამდე ეძლევათ ვადა წარმოდგენილი კვლევის განსახორციელებლად და სამეცნიერო სტატიის შესაბამის სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.