ტეხას ა&მ უნივერსიტეტმა გრუნიში კვლევითი სემინარები დაასრულა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას ა&მ უნივერსიტეტმა გრუნიში კვლევითი სემინარები დაასრულა


დასრულდა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების სერია “Paths to Publication”, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, მონაწილეობდა. პროგრამა 2024 წლის გაზაფხულის სემესტრში გაგრძელდება.

 

ონლაინსწავლება „Paths to Publication” -ში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უკვე მეორე სემესტრია მონაწილეობს. შემოდგომის სემესტრის პირველი ლექცია 2023 წლის 9 სექტემბერს დაიწყო და მოიცავდა კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ 5 სემინარს, რომელსაც მასპინძლობდა ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულთა მრჩეველთა საბჭო.

 

კვლევით სემინარებში გრუნის 70-მდე ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა.

 

პროექტის მონაწილეებმა ტეხას ა&მ უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად განიხილეს სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები:

  • როგორ ამოვიცნოთ „მტაცებლური ჟურნალები“ და რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან ურთიერთობისას
  •  სტატისტიკის საფუძვლები
  • როგორ ვიპოვოთ სწორი თანამშრომლობები
  • რჩევები ინსტიტუციური განხილვის საბჭოში ნაშრომის გაგზავნამდე
  • აკადემიური წერის სისტემა 

 

კვლევითი სემინარების ბოლო შეხვედრა 9 ნოემბერს გაიმართა და მას უძღვებოდა დოქტორი პატრიცია გუდსონი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის საპრეზიდენტო პროფესორი ჯანდაცვის სფეროში. ლექციის ფარგლებში, პროფესორმა გუდსონმა აუდიტორიას გაუზიარა აკადემიური წერის ეფექტური სტრატეგია და რესურსი.

 

კვლევითი სემინარების დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება სემესტრის ბოლოს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს ტეხას ა&მ უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცემათ.