პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები ევროტურიდან დაბრუნდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები ევროტურიდან დაბრუნდნენ


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროექტის - „ბავშვები თანასწორობისათვის“, გამარჯვებული მოსწავლეები ევროტურიდან დაბრუნდნენ.

 

უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გრუნიმ მოსწავლეებისათვის განახორციელა, მიზნად ისახავდა საზოგადოებაში თანასწორობის უფლების განმტკიცებას; მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობას; თანასწორობის უფლების დაცვისა და განვითარების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას; მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებას.

 

2023 წლის 10-14 ოქტომბერს საუკეთესო პროექტების ავტორები:

 

ანა შამათავა, ნინი ქათამაძე - სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებელი სკოლა-გიმნაზია, პროექტი: „მეტი გრუნი სენაკის მუნიციპალიტეტსა და აფხაზეთში“;

 

სესილი დავლაძე, მარიამ შარაშენიძე - ზესტაფონის №5 საჯარო სკოლა, პროექტი: ფორუმ-თეატრი „მომავალი ძალადობის გარეშე“;

 

სალომე ხურცილავა, მარიამ დათიაშვილი - რუსთავის მე-18 საჯარო სკოლა, პროექტი: „ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას“;

 

გრიგოლ უსუფაშვილი - თბილისის 162-ე საჯარო სკოლა.

 

ევროპული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელს ესტუმრნენ. შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის მთავარ ინსტიტუციებში, მათ შორის, ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში, სადაც ახალგაზრდები ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, გაეცნენ მათ ძირითად და მიმდინარე საქმიანობას, ევროკავშირის პრიორიტეტებსა და ინიციატივებს.

 

შეხვედრები გაიმართა, ასევე, ევროკავშირის გაფართოების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემატიკაზეც.

 

გრუნი შემდგომ წარმატებას უსურვებს თითოეულ მათგანს და აგრძელებს პროექტს საუკეთესო და კრეატიული ახალგაზრდების გამოსავლენად.