რუსთავის მერი - სტუმრად გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


რუსთავის მერი - სტუმრად გრუნიში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე, ესტუმრა. ქალი - საჯარო სამსახურში - ასეთი გახლდათ განსახილველი თემა.

 

გრუნის სამართლის სკოლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრაზე მერმა ისაუბრა თავისი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ, აღნიშნა, რომ რუსთავის მერიის პრიორიტეტია ადგილობრივი ახალგაზრდების ხელშეწყობა, მათ მხარდასაჭერად სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სოციალური, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ამასთანავე, მან სტუდენტებს გააცნო რუსთავში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური პროექტები.

 

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატით. შეხვედრის დასასრულს მერმა გრუნის სტუდენტები მიიწვია რუსთავის თანამედროვე მომსახურების ცენტრში, სადაც ისინი ადგილზე გაეცნობიან სხვადასხვა მუნიციპალურ სერვისს.