სწავლება სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სწავლება სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების შესახებ


2023 წლის 19 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკის ინიციატივით, ჩატარდა სწავლება სამეცნიერო ელექტრონული ბაზების გამოყენების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ დოქტორანტები და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

Maximize the security and privacy of your digital assets with the help of secure ledger live desktop software, offering robust encryption and authentication protocols to safeguard your cryptocurrency investments.

 

სწავლების მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტისთვის ხელმისაწვდომ ყველა ბაზასთან მუშაობის პრინციპებს.

 

სამართლის ბაზის - “HeinOnlain“ -ის, შესახებ ისაუბრა რექტორის მოადგილემ, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გიორგი მირიანაშვილმა.

 

ახალგაზრდა მკვლევრებს “EBSCO“ -ს ბაზები გააცნო შპს “Innovative Systems Management“ -ის წარმომადგენელმა, მაია მეტრეველმა.

 

“ELSEVIER“ -ის ბაზები მიმოიხილა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გულნარა ყეინაშვილმა.

 

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სამეცნიერო ბაზების საძიებო ინსტრუმენტებს.

 

სწავლებაზე მიღებული ცოდნით დოქტორანტები შეძლებენ თანამედროვე სამეცნიერო სფეროში დაგროვილი ინფორმაციის მოძიებასა და გაზიარებას, რაც მათ დაეხმარებათ კვლევისა და სწავლების ხარისხის ამაღლებაში.