ნინო ცხოვრებაშვილი - პარიზში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინო ცხოვრებაშვილი - პარიზში


მიმდინარე წლის 7 - 8 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი, ნინო ცხოვრებაშვილი, მონაწილეობდა პარიზში გამართულ ციფრული მარკეტინგის კოლოკვიუმში. ღონისძიება ორგანიზებული იყო Paris I Panthéon-Sorbonne უნივერსიტეტისა და ESSCA-ს მენეჯმენტის სკოლის მიერ.

 

ყოველწლიური კოლოკვიუმის აქტიური მონაწილე და მხარდამჭერია საფრანგეთის მარკეტინგის ასოციაცია (AFM), პანთეონ-სორბონის მენეჯმენტის სადოქტორო სკოლა (EDMPS), სორბონის მენეჯმენტის სკოლა (EMS), მეცნიერებათა ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრი (PRISM Sorbonne).

 

კოლოკვიუმი არის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, შესწავლილ იქნეს ინტერნეტის მომხმარებელთა ქცევითი თავისებურებები და, მეორე მხრივ, კომერციული შეთავაზებებისთვის მონაწილეები გაეცნონ კომპანიების ახალ სტრატეგიებს ციფრულ მარკეტინგში. ყოველწლიურ კოლოკვიუმზე წარსადგენი საკითხების სია მრავალფეროვანი იყო: ქსელში ჩართული საგნები, მანქანური სწავლება და მარკეტინგი, დიდი მონაცემები, ​Ხელოვნური ინტელექტი, Სოციალური ქსელები, ელექტრონული შუამავლობის ახალი ფორმები (ციფრული პლატფომები), ადამიანი-მანქანის ინტერფეისი ელექტრონულ კომერციაში, ბაზრისა და ინტერნეტის კვლევები, ციფრული კომუნიკაცია, მონაცემთა დაცვა და სხვ.

 

დოქტორ ნინო ცხოვრებაშვილს, როგორც რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენელსა და პარიზის 1-პანთეონის სორბონის ყოფილ დოქტორანტს, ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები კონფერენციის დამფუძნებელთან, ჟან-ფრანსუა ლემუანთან, რომელიც, ამავდროულად, არის საფრანგეთში ESSCA-ს მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი.