Texas A&M უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Texas A&M უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები გრძელდება


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გრძელდება Texas A&M უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები „ The Paths to Publication Program“, რომელიც განიხილავს სამეცნიერო საქმიანობის, კვლევის, გამოცემისა და გრანტების, საკითხებს.

 

პროგრამაში მონაწილეობენ უნივერსიტეტის ცნობილი ექსპერტები, რომლებიც აუდიტორიას უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას. სემინარების სერია განკუთვნილია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.

 

სერიის მეორე ლექცია - “სტატისტიკის საფუძვლები", მსმენელების წინაშე 2023 წლის 28 სექტემბერს წარადგინა დოქტორმა ჩაკ ჰუბერმა, მან ისაუბრა სტატისტიკისა და კვლევის მეთოდოლოგიის ფუნდამენტურ კონცეფციაზე, ნიმუშის ზომასა და სტატისტიკურ სიმძლავრეზე, რომლებიც წარმოადგენს არსებით ელემენტებს ექსპერიმენტებისა და კვლევების შემუშავებისას. აღინიშნა, რომ ამ საკითხების გაგება გადამწყვეტია კვლევების ეფექტურად დაგეგმვის, შედეგების მიღწევისა და არასწორი დასკვნების თავიდან ასაცილებლად.

 

სერიის მესამე ლექცია "სწორი თანამშრომლის პოვნა" 2023 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა. დოქტორმა ჯეიმს ფლაკიმ, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და კინეზიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, მსმენელებს გაუზიარა ღირებული მოსაზრებები ეფექტური თანამშრომლობის მისაღწევად და პროდუქტიული კვლევის შედეგების მოსაპოვებლად.

 

ორივე ლექციას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა მკვლევრები.