ფრანკოფონიის მენეჯმენტის სკოლა (ESFAM) არის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ინსტიტუტი, რომელიც მდებარეობს ბულგარეთში. სოფიაში. მისი მისიაა ფრანგულ ენაზე ადმინისტრაციისა და ბიზნესის მენეჯმენტის მაღალი დონის სპეციალისტების მომზადება, რომლებიც წვლილს შეიტანენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების განვითარებაში.
სკოლა ახალგაზრდებს სთავაზობს სამაგისტრო პროგრამებს ფრანგულ ენაზე, რომელთა წარმატებით დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ საფრანგეთისა და ბელგიის უნივერსიტეტების (სორბონის, ნანტის, პარი-პანთეონ აზასის, ლიეჟის, კორსიკის უნივერსიტეტების) მაგისტრის ხარისხი.
ამასთან, ნანტის უნივერსიტეტის სამაგისტრო მენეჯმენტის პროგრამისთვის არ არის აუცილებელი ამავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ორი კურსდამთავრებული - ელენე სვანიძე და ნია წოწოლაშვილი - გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კონკურსის შედეგებით, ჩაირიცხნენ აღნიშნულ პროგრამაზე და მოიპოვეს მენეჯმენტის სკოლის სტიპენდია.
ვუსურვებთ მათ წარმატებას!