„გლოუ -საქართველოს” პროექტი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„გლოუ -საქართველოს” პროექტი გრუნიში


3 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, Erasmus+ის პროექტის ფარგლებში, გაიმართა სესიები სახელწოდებით „სამოქალაქო და ლიდერული უნარების განვითარება ქართველი და ჩეხი გოგონებისთვის". სადისკუსიო თემები შეეხებოდა საზოგადოების ჩართულობასა და გენდერულ თანასწორობას.

 

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ისე ჩეხი გოგონები, მათ შორის, გრუნის პროექტის - Teen Academy, გამარჯვებული მონაწილეები.

 

პროექტის პირველი ნაწილი ჩატარდა ჩეხეთში, რომლის ფარგლებშიც მოეწყო შეხვედრა საჯარო და არაკომერციული სფეროს ლიდერებთან.

 

შემაჯამებელ შეხვედრაზე გრუნიში გლოუკლუბის წარმომადგენლებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს, განიხილეს თანამედროვე, აქტუალური საკითხები და დაგეგმეს სამომავლო პროექტები.