2023 წლის 21 და 22 სექტემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა მეთორმეტე საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი.
ფორუმი ორგანიზებული იყო გრუნისა და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (ESI) ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში.
ESI გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმატებული პარტნიორია და წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა ერთობლივად.
კონფერენცია გახსნა გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, მან წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დოქტორი ჯოვან შოპოვსკი, ასევე, ევროპის სამეცნიერო ჟურნალის წარმომადგენელი, პროფესორი დეჟან მაროლოვი მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა საუნივერსიტეტო მედლით „ალმა მატერის რჩეული“.
საერთაშორისო მულტიდისპიპლინური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე პოლონელი, ამერიკელი, მექსიკელი, თურქი და სხვა ქვეყნების მეცნიერები.
მუშაობა თემატური სესიების მიხედვით მიმდინარეობდა და მონაწილეებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს მედიცინის, სამართლის, ბიზნესის, ეკონომიკის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებიდან.
ფორუმზე წარმოდგენილი კვლევები დაიბეჭდება ევროპის სამეცნიერო ჟურნალში.