უცხოელი მოხალისე სტუდენტები გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უცხოელი მოხალისე სტუდენტები გრუნიში


2023 წლის 27 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ დელაგაციას - მოხალისე ახალგაზრდებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც ხელმძღვანელობდა პროგრამების კოორდინატორი - ანა კაციაშვილი.

 

მოხალისეები, რომლებიც ევროკავშირის პროექტების ფარგლებში საქართველოში ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის სამოხალისეო აქტივობას, დაესწრნენ გრუნის ბიზნესინგლისური ენის ლექტორის - ანა აბესაძის, ლექციას ელექტრონული წერილის წერის ეტიკეტის შესახებ. ლექციის ბოლოს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.

 

პრეზენტაციის ბოლოს რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა- მერი ლომიამ, სტუმრებს კამპუსი, ბიბლიოთეკა, მულტიმედიაცენტრი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია დაათვალიერებინეს.

 

ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ 2022 წლის 4 თებერვლიდან გრუნის აქტიური პარტნიორია, რომელმაც წინა სასწავლო წელს ათამდე გრუნის სტუდენტი ჩართო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სემინარებში, გერმანიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში.