2023 წლის 14-24 სექტემბერს გრუნის მედიცინისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამების წარჩინებული სტუდენტები: ანა დავაძე, ანი ცერცვაძე, ვახო ბაბუნაშვილი და ლაილა პაგანი საფრანგეთში, საერთაშორისო სემინარებზე, იმყოფებოდნენ.
ათდღიან საერთაშორისო პროექტში გრუნის სტუდენტები ასოციაციის - „ქართველი ახალგაზრდები ევროპისთვის“, მხარდაჭერით ჩაერთვნენ, რომელიც გრუნის პარტნიორი ორგანიზაცია 2023 წლის 19 სექტემბერიდან გახდა.
პროექტში, რომელსაც მასპინძლობდა ორგანიზაცია „Ligue de l'enseignement des Côtes d'Armor“, მონაწილეობდნენ ახალგაზრდები საქართველოდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან და გერმანიიდან.
სემინარების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ არაძალადობრივი კომუნიკაციის ძირითადი მეთოდები და მულტიკულტურულ გარემოში სხვებთან ურთიერთობის სპეციფიკა. დამატებით, ახალგაზრდებმა სხვადასხვა ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა, როგორებიცაა: პრეზენტაციები, როლური თამაშები, დებატები, კულტურული საღამოები და სხვ.
საერთაშრისო სემინარები, სახელწოდებით „Let It Slow”, რომელმაც მნიშვნელოვანი და ღირებული ცოდნა შესძინა სტუდენტებს, დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.