ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ კონკურსი გამოაცხადა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ კონკურსი გამოაცხადა

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების სკოლამ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა გამოაცხადეს კონკურსი 2023-2024 წლის მეორე სემესტრის სასერტიფიკატო პროგრამაზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და კურსდამთავრებულები მოიპოვებენ პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის დიპლომს, რომელშიც ასახული კრედიტები აღიარებული იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

შემოთავაზება ძირითადად ეხება სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის და ჟურნალისტიკის სკოლების სტუდენტებს, თუმცა, შესაძლებელია, განხილულ იქნეს სხვა სკოლების კანდიდატებიც.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ინგლისური ან ფრანგული ენის B2 დონის შემოწმება; ჟიურისთან გასაუბრება

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 ოქტომბერი. ადგილების რაოდენობა: 2

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ პროფესორ თამარ გაგოშიძეს: t.gagoshidze@gruni.edu.ge