ამერიკის საელჩომ მაიკლ მენსფილდი ოფიციალურად წარადგინა გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ამერიკის საელჩომ მაიკლ მენსფილდი ოფიციალურად წარადგინა გრუნიში


2023 წლის 18 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ოფიციალურად წარუდგინა ინგლისური ენის ექსპერტი, მაიკლ მენსფილდი, რომელიც პროგრამის - „English Language Fellow“, ფარგლებში ერთ წელს იმუშავებს უნივერსიტეტში. ექსპერტს ახლდნენ საელჩოს კულტურის ახალი ატაშე, ივენ კალისი და ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი, ლიკა გუმბერიძე.

 

ELF პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისური ენის მაღალი ხარისხით სწავლების ხელშეწყობას ამერიკელ სპეციალისტების დახმარებით, რომლებიც უახლესი მეთოდოლოგიით შეასწავლიან ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარებს აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტსა თუ სამეცნიერო საქმიანობაში.

 

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გრუნის რექტორი - მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე, ვიცე-რექტორი - გიორგი მირიანაშვილი და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი - მერი ლომია, ესწრებოდნენ, განიხილეს ენის ექსპერტის გრუნიში მუშაობის საკითხები. რექტორმა სტუმარებს გააცნო უნივერსიტეტის საგანამანათლებლო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს დახმარებისათვის. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო გასულ სასწავლო წელს ამერიკელი მოხალისე პედაგოგის - ბრენდონ ჰარდინგის, საქმიანობა გრუნიში და იმედი გამოთქვა, რომ მაიკლ მენსფილდის დახმარებით უნივერსიტეტი კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განახორცილებს.

 

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, რამაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.