ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების საყურადღებოდ!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების საყურადღებოდ!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების ჩამოწერას.

 

უნივერსიტეტის შეთავაზება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და ეხება ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, რომელსაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი. უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას, ასეთ პირებს გაუბათილოს (გაუნულოს) 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით არსებული ფინანსური დავალიანება.

 

თუ პირის სურვილია სტუდენტის სტატუსის აღდგენა და ფინანსური დავალიანების ჩამოწერა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, მ/წ 25 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, მან განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და წარმოადგინოს მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

თუ პირს სურს სტუდენტის სტატუსის აღდგენა და ფინანსური დავალიანების ჩამოწერა 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, 2024 წლის 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, მან განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და წარმოადგინოს 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.