GRUNI SDG-ის აკადემიური დირექტორის ვიზიტი ისლანდიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


GRUNI SDG-ის აკადემიური დირექტორის ვიზიტი ისლანდიაში

GRUNI SDG-ის აკადემიური დირექტორი - გიგა თვაური, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, ევროკავშირის მდგრადი ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროგრამის მმართველი კომიტეტის წევრების შეკრებაში მონაწილეობდა.

 

შეხვედრა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული ასოციაციიის (COST) მდგრადი ჰიდროენეტგეტიკის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

 

შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის მწვანე ენერგიაზე გადასვლის პერსპექტივები და გამოწვევები, აგრეთვე, შემდგომი ღონისძიების საქართველოში ჩატარების პერსპექტივაც, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გეგმავს.

 

COST არის ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად აფინანსებს და ხელს უწყობს ევროპის მასშტაბით მეცნიერების, კვლევისა და ინგოვაციების განვითარებას. მისი მდგრადი ჰიდროენერგეტიკის პროგრამა კი ითვალისწინებს, ჰიდროენერგიის რაციონალურად ათვისებასა და ნახშირბადის ემისიით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შეჩერებას.

 

GRUNI SDG-ის აკადემიური დირექტორი - გიგა თვაური, ასოციაციის მდგრადი ჰიდროენერგეტიკის პროგრამის მმართველი კომიტეტის წევრი საქართველოდან, 3 წლის ვადითაა არჩეული.