ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები დაიწყო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტეხას ა&მ უნივერსიტეტის კვლევითი სემინარები დაიწყო


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, წარმატებით თანამშრომლობს ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან პროგრამის - „Paths to Publication“, ფარგლებში.

 

2023 წლის 14 სექტემბერს პროგრამის მეორე სემესტრი დაიწყო დევიდ ჰუბარტის ლექციით.

 

ონლაინსწავლება - „Paths to Publication”, მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სემინარებს, რომელსაც მასპინძლობს ტეხას ა&მ-ის უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულების მრჩეველთა საბჭო. სემინარების სერია განკუთვნილია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.

 

პირველი ლექციას გრუნის 70-მდე ახალგაზრდა მკვლევარი და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა, ტეხას ა&მ-ის პროფესორმა დევიდ ჰუბარდმა მსმენელებს გაუზიარა თავისი გამოცდილება ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად, განმარტა, როგორ ამოვიცნოთ „მტაცებლური ჟურნალები“ და რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან ურთიერთობისას.

 

ვებინარის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია 28 სექტემბერს.

 

აღსანიშნავია, რომ ახლახან Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტეხას ა&მ უნივერსიტეტი პირველ უნივერსიტეტად დასახელდა ტეხასის შტატში, ხოლო მეექვსე სახელმწიფო უნივერსიტეტად აშშ-ში.

 

რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ, მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის და მიულოცა წარმატება და აღიარება.