გრუნის სტუდენტები სწავლას საფრანგეთში გააგრძელებენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები სწავლას საფრანგეთში გააგრძელებენ

2023 წლის სექტემბერში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ორი სტუდენტი - ხატია ნეკაშვილი და მარიამ ბასილაძე, ბორდოს პოლიტიკური მეცნიერებების უმაღლეს სკოლაში (Sciences Po Bordeaux), ინგლისურენოვან პროგრამაზე, ჩაირიცხა.

 

სწავლების ხარჯები ფინანსდება საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ. ერთი სემესტრის განმავლობაში სტუდენტების მიერ მოპოვებული კრედიტები, თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღიარებულ იქნება როგორც გრუნის, ისე სიან პო ბორდოს მიერ.

 

ვუსურვებთ მარიამს და ხატიას წარმატებას!