გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს, მდგრადი განვითარების ცენტრის - „GRUNI SDG“- ოპერაციების დირექტორის პოზიციაზე (ერთი საშტატო ერთეული)
თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერიუმები:
- უმაღლესი განათლება (მაგისტრატურა)
- მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე, დამადასტურებელი დოკუმენტი)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია; (CV-ში შეტანილი ინფორმაცია უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით);
დ) დიპლომის ასლი
ე) ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ
ვ) ორი ფოტოსურათი;
დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 14 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით; გასაუბრება ჩატარდება 25-26 სექტემბერს, შეჩეულ კანდიდატებთან. შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 29 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gruni.edu.ge
დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის ცენტრში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 11 საათიდან 17 საათამდე, შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა
თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი , მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3; საკონტაქტო ტელეფონი: 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; nana.kubaneishvili@gruni.edu.ge
ოპერაციების დირექტორის სამუშაო მოვალეობებია:
- ორგანიზებას უწევს საოფისე პროცედურებს და ოპერაციებს, ამზადებს კორესპოდენციას, ქმნის საინფორმაციო ბაზას, ადასტურებს საჭირო ნივთების შეძენას;
- კოორდინირებას უწევს პროექტების განხორციელებას;
- აწარმოებს არქივს და განსაზღვრავს ინფორმაციის მოძიების, შენახვის, გადაცემის და ჩანაწერების შექმნის პროცედურებს;
- ინარჩუნებს ოფისის ეფექტურობას საოფისე სისტემების, განლაგებისა და აღჭურვილობის შესყიდვის დაგეგმვისა და განხორციელების გზით;
- შეიმუშავებს და ახორციელებს საოფისე პოლიტიკას სტანდარტებისა და პროცედურების ჩამოყალიბებით, შედეგების გაზომვით სტანდარტებთან მიმართებით და საჭირო კორექტირებით;
- ასრულებს საოპერაციო მოთხოვნებს რესურსების დაგეგმვითა და განაწილებით;
- ახორციელებს მენეჯმენტის ინფორმირებას სპეციალური ანგარიშების განხილვითა და ანალიზით, აჯამებს ინფორმაციას და ახდენს ტენდენციების იდენტიფიცირებას;
- კოორდინაციას უწევს ოფისის პერსონალს, მათ შორის სტაჟიორებს, თანამშრომლების დაქირავების, შერჩევის, ორიენტირებისა და ტრენინგის გზით;
- ახდენს სამუშაოს შედეგების დაგეგმვას, მონიტორინგსა და შეფასებას;
- ამზადებს წლიურ ანგარიშებს, ბიუჯეტს, გეგმავს ხარჯებს.
ოპერაციათა მენეჯერი პასუხისმგებელია განახორციელოს აკადემიური დირექტორის მიერ შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიები და წვლილი შეიტანოს ახალი მარკეტინგული ინიციატივების შემუშავებაში, მათ შორის სოციალურ მედიაში.
ანაზღაურება 1700 ლარი (გადასახადების გარეშე).