საყოველთაო გლოვისა და მწუხარების თანაზიარია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
ამ დღეებში შოვში განვითარებული მოვლენების გამო, ათეულობით გარდაცვლილთა შორის და-ძმა გუტაშვილებიც არიან, მეგი და გიგი... რობაქიძელები...
მეგი - გრუნის კურსდამთავრებული, იურისტი წარჩინების დიპლომით, მოკრძალებული, ღიმილიანი და გამორჩეული ლიდერი თანატოლთა შორის...
ორიოდე კვირის წინ კვლავ შეხვედრის იმედით დაემშვიდობა უნივერსიტეტს, მშობლიურ რაჭაში მიიჩქაროდა, თურმე სამუდამოდ...
გიგი - მომავალი იურისტი, დის კვალს გაჰყვა და სექტემბერში პირველკურსელთა შორის ველოდებოდით.
გაუსაძლისია ტკივილი... გამოუთქმელია მწუხარება... დაუვიწყარია მოგონება...
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან მეგის და გიგის და თანაგრძნობას უცხადებენ მათ ოჯახს.