მიღება სადოქტორო პროგრამაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მიღება სადოქტორო პროგრამაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგი სპეციალობების მიხედვით:

 

სამართლის სკოლა:

სამართალი (კერძო, სისხლი, საჯარო სამართალი ) - 12 ვაკანტური ადგილი

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა:

ბიზნესის ადმინისტრირება - 3 ვაკანტური ადგილი

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა:

საჯარო მმართველობა - 5 ვაკანტური ადგილი

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

პილიტიკური ფილოსოფია - 2 ვაკანტური ადგილი

 

 

საბუთების მიღება დაიწყება მ/წ 4 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით (შაბათის ჩათვლით) 11:00-18:00 საათამდე.

 

 

შენიშვნა: საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ“ ძალაში შესვლამდე (2005 წლამდე) მოპოვებული უმაღლესი განათლების დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

რეგიისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

 

სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE22

მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“

საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004

 

 

ერთი წლის სწავლის საზღაური სპეციალობების მიხედვით შეადგენს:

  • სამართალი (კერძო, სისხლი, საჯარო სამართალი ) - 4900 ლარი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - 3900 ლარი
  • საჯარო მმართელობა - 3900 ლარი
  • პილიტიკური ფილოსოფია - 3900 ლარი

 

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი:

 

1. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება კონკურსის წესით.

 

2. კონკურსის პროცედურა შედგება ორი კომპონენტისაგან:

ა) რეფერატის ან გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვა საგამოცდო-საექსპერტო კომისიის წინაშე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ რეგისტრაციის გავლიდან არაუგვიანეს 14 სექტემბრისა.

ბ) გამოცდა:

  • ერთ-ერთ ევროპულ ენაში (სავალდებულო).

 

3. საკონკურსო რეფერატის/გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვის პროცესით უნდა გამოვლინდეს:

ა) აპლიკანტის კვლევის ინტერესის სფერო;

ბ) აპლიკანტის აკადემიური დონე დარგობრივი სფეროს ფარგლებში, რაც გულის ხმობს:

  • თეორიებსა და კვლევებზე დაფუძნებული დარგობრივი სფეროს ღრმა და სისტემურ ცოდნას
  • დარგობრივი პრინციპებისა და მეთოდების სრულყოფილ ცოდნას

გ) კვლევითი კომპეტენცია, რაც გულისხმობს:

  • ანალიზისა და სინთეზის უნარს
  • პრობლემის დასმის/ხედვის და მისი ორიგინალურად განვითარების უნარს
  • წარდგენილ ნაშრომში განვითარებული აზრის და/ან კვლევის შედეგების საფუძველზე დასკვნების მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და დამაჯერებელი არგუმენტაციით წარდგენის/დაცვის უნარს.

 

4. საკონკურსო რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილ ზოგად ფორმალურ მოთხოვნებს (დანართი 1).

 

5. უცხოურ ენაში, აპლიკანტთა მომზადების ხარისხი, უნდა აკმაყოფილებდეს არა ნაკლებ B2 დონეს.

 

6. უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

 

 

საკონტაქტო პირი: დავით თარაშვილი - სტუდენტური რეგისტრაციის ცენტრის ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge ტელ: (+995 32) 238 44 06 (107)