აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე სწავლის უფლება, უნივერსიტეტის ვებ-გვერდის მეშვეობით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია,  დაჯავშნონ ვიზიტი უნივერსიტეტში მოსვლამდე და მ/წ 4 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • საშუალო სკოლის ატესტატი (ნოტარიულად დამოწმებული ფორმით);
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • არასრულწლოვნობის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის (მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი (რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).

 

რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შეიძლება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

 

სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE22

მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“

საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004

 

აბიტურიენტები რეგისტრირებულად ჩაითვლებიან პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, სარეგისტრაციო საზღაურის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

 

ელექტრონული რეგისტრაცია გაიარე აქ (გააქტიურებულია)

 

დაჯავშნე ვიზიტი (გააქტიურებულია)

 

 

მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3.

 

სტუდენტური საცხოვრებლის ბინებში განთავსებაზე რეგისტრაცია

 

საკონტაქტო პირი:

დავით თარაშვილი - სტუდენტური რეგისტრაციის ცენტრის ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (107)