გრუნის მედიაციის ცენტრმა წლის შედეგები შეაჯამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის მედიაციის ცენტრმა წლის შედეგები შეაჯამა


26 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრმა წლის შედეგები შეაჯამა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრ მედიატორებთან და სტუდენტებთან ერთად განაზოგადა 2023 წლის განმავლობაში კერძო სამედიაციო პროცესის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილება, გაანალიზა გამოწვევები და დასახა სამომავლო გეგმები.

 

შეხვედრაზე ცენტრში მოქმედი სამედიაციო კლინიკის სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები კლინიკის ფარგლებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების თაობაზე.

 

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა ცენტრის ხელმძღვანელმა ნინა გერსამიამ.

 

შეხვედრა სამომავლო გეგმების გაცნობითა და შეთანხმებით დასრულდა.