24 ივლისს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე და გრუნის პროფესორი - ირაკლი ყანდაშვილი, ბათუმის წარმომადგენლობას ეწვია.
სასამართლო მედიაციის ცენტრში, რომელიც წარმომადგენლობაში 2022 წლიდან ფუნქციონირებს, ასოციაციის თავმჯდომარე აჭარაში მოქმედ მედიატორებს შეხვდა, განიხილეს მედიაციის აქტუალური საკითხები, ისაუბრეს აჭარის რეგიონში მედიაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
შეხვედრაზე, ასევე, მიმოიხილეს რეგიონულ ჭრილში გადასაწყვეტი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ქვეყანაში მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრა საინტერესო დისკუსიითა და კითხვა-პასუხით გაგრძელდა.