2023 წლის 2-8 ივლისს საქართველოს სტუმრობდა მიქაელ ჯეკ მენსფილდი - ამერიკელი პედაგოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი, რომელიც სექტემბრიდან ერთი წლის განმავლობაში, პროგრამის -“English Language Fellow”, ფარგლებში, იმუშავებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
ინგლისური ენის ექსპერტთა პროგრამა -“English Language Fellow”, ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია და შესაძლებლობას აძლევს საქართველოს უნივერსიტეტებს, უმასპინძლონ ამერიკელ სპეციალისტებს, რომლებიც უახლესი მეთოდოლოგიით სრულად შეასწავლიან ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარებს აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტსა თუ სამეცნიერო საქმიანობაში.
მიქაელ ჯეკ მენსფილდის არაფორმალური ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოსა და უნივერსიტეტის გაცნობას.
3 ივლისს ამერიკელი სტუმარი ეწვია გრუნის, მას მასპინძლობდა რექტორის მოადგილე, გიორგი მირიანაშვილი. სტუმარმა დაათვალიერა სასწავლო გარემო, ლაბორატორიები და შემდეგ მასპინძელთან ერთად განიხილა სამომავლო საქმიანობის დეტალები.
იმავე დღეს მიქაელ მენსფილდი ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმისა და ფინანსების პროგრამების ხელმძღვანელებმა -მაკა ფირანაშვილმა და თამარ გამსახურდიამ , მიიწვიეს მცხეთაში. ტურს უძღვებოდა ტურიზმის მიმართულების სტუდენტი ლიზი ძიმისტარიშვილი. სტუმარმა მოინახულა სვეტიცხოველი, ჯვარი, მცხეთის ღირსშესანიშნაობები და დააგემოვნა ქართული სამზარეულო.
ამერიკელმა სპეციალისტმა საქართველოში ერთ კვირას დაყო, ამ ხნის განმავლობაში მას მეგზურობას უწევდა სამართლის სკოლის სტუდენტი ნიკოლოზ ნაჭყებია და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.
მიქაელ მენსფილდი სექტემბრამდე დაემშვიდობა საქართველოს.