მემორანდუმი სტარტაპკომპანიასთან „აკადემლინკს“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმი სტარტაპკომპანიასთან „აკადემლინკს“


2023 წლის 20 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა ქართულ სტარტაპკომპანიასთან „აკადემლინკს“, რომელიც, ექსკლუზიურად, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის შექმნილი სოციალური ქსელია (academlinks.com).

 

მემორანდუმი ითვალისწინებს ცოდნის გაზიარებას ბიზნესის სფეროში, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობას „აკადემლინკსის“ საქმიანობაში და ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტების სტაჟირებისა და პროფესიული პრაქტიკის ორგანიზებას.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ბიზნესის წარმომადგენლებთან.