2023 წლის 8 ივლისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა ბიზნესისა და მართვის სკოლის შიდა საგრანტო პროექტით გათვალისწინებული ვორქშოპი, რომელზეც განიხილეს საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული პროდუქტების გამოყენების კვლევის შუალედური შედეგები.
კვლევის მიზანი გახლდათ ტურიზმისა და მასპინძლობის წარმომადგენელთა დამოკიდებულების შესწავლა ტურიზმის სფეროში ციფრული პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აჭარის რეგიონში მოქმედ სხვადასხვა ტურისტულ ბიზნესში ციფრული პროდუქტების გამოყენებისა და კომპანიების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების საკითხი.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე - მაკა ფირანაშვილი და ასოცირებული პროფესორი - მაია მელაძე, ასევე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ამირან მესხიშვილი, ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში - გულო თურმანიძე, ასოცირებული პროფესორები გიორგი გოგიტიძე, ნინო ხახუბია, თემურ ზოიძე, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე სოფიო ლაზიშვილი, Green Side Aparthotel-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ია კუნჭულია, ბიზნესისა და მართვის სკოლის დოქტორანტი - სალომე ბესტაევა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.