2023 წლის 19 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა კომპანია ბი- სი- ეს-თან, რომელიც ონლაინკურსების საიტის Mentorvia-ს ბრენდით პოზიციონირებს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ცოდნის გაზიარებას ბიზნესის სფეროში, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობას Mentorvia-ს საქმიანობაში და ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტების სტაჟირებისა და პროფესიული პრაქტიკის ორგანიზებას.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ბიზნესის წარმომადგენლებთან.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI