საქართველოში გაეროს მოდელირების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელშიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების წარჩინებული სტუდენტები - ნიკოლოზ ნაჭყებია და მარიამ კაპანაძე, მონაწილეობდნენ.
ფორუმი ორგანიზებული იყო კანტის აკადემიის მიერ და მას საქართველო უკვე მერვედ მასპინძლობდა.
ასობით ახალგაზრდა ლიდერი 2 დღის განმავლობაში მონაწილეობდა საკომიტეტო მუშაობაში, განიხილავდა მნიშვნელოვან და გლობალურ გამოწვევებსა და საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე; იდეებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამყაროს შეცვლის უკეთესობისკენ; მსჯელობდა არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე და ამზადებდა რეზოლუციებს.
MUN სამიტის შემაჯამებელი ღონისძიება გენერალური ანსაბლეით გაიხსნა, კომიტეტების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას ორდღიანი სამუშაო პროცესის შედეგად შემუშავებული რეზოლუციები გააცნეს. კითხვა-პასუხის რეჟიმისა და დოკუმენტების განხილვის შემდეგ კი ხმის მიცემის პროცედურით 5 რეზოლუცია დამტკიცდა.
ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ ცოცხალი დიპლომატიური და პოლიტიკური პროცესების მოდელირებაში, მიეღოთ ცოდნა და გამოცდილება დიპლომატიის პრაქტიკული განზომილების შესახებ, მოერგოთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის როლი და ჩართულიყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში!
გენერალური ანსაბლიის დასრულების შემდეგ ჩატარდა დახურვის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა ყველა დელეგატი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები: საქართველოში აშშ-ს საელჩოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, Lana Morton Owens და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, Nick Beresford. შემაჯამებელ ღონისძიებაზე საუკეთესო დელეგატები და მონაწილეები დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტოფიკატი.
MUN Summit 2023 განხორციელდა გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციასთან - IMUNA-თან (USA, New York) პარტნიორობის ფარგლებში!