2023 წლის 12–23 ივნისს, ბაქოში, ADA-ს უნივერსიტეტისა (აზერბაიჯანი) და განვითარებისა და დიპლომატიის ინსტიტუტის (IDD) ორგანიზებით, კა'ფოსკარის უნივერსიტეტთან (იტალია) პარტნიორობით, გაიმართა 2- კვირიანი საზაფხულო სკოლა „ევროკავშირი და ახალი გლობალური კონტექსტის გამოწვევები“.
საზაფხულო სკოლაში, ADA-სა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი დაფინანსებით, მონაწილეობდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დოქტორანტი გვანცა ძიძიგური.
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო აქტორის, წინაშე არსებული სხვადასხვა გამოწვევის გაცნობას, ისეთისას როგორიებცაა: პანდემია, ენერგეტიკული კრიზისი, უსაფრთხოების კრიზისი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP), უკრაინის კრიზისი, და, ზოგადად, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტიანობა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა