03 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა თავისუფალი არჩევითი კომპონენტის -„ბიზნესი მოქმედებაში“, სასწავლო დისციპლინის ფარგლებში, წარმოადგინეს გუნდური სასწავლო - კვლევითი პროექტის ბიზნესგეგმა (ლექტორი გულო თურმანიძე).
საუკეთესო ბიზნესპროექტები: “ველნეს კოტეჯები“ (ჯგუფი I ), “წყალქვეშა საიდუმლოებები“ (ჯგუფი II), “ბოთლის მთვლელი“ (ჯგუფი III ), “მანქანა თეატრში“ (ჯგუფი IV), “კაფე ზღვის ქვეშ“ (ჯგუფი V ), მომზადდა ინსტრუქციის სრული დაცვით, კერძოდ: ბიზნესის მიმოხილვით, საქმიანობის აღწერით, ბიზნესის მიზნობრიობის, ხედვისა და ამოცანების განსაზღვრით, ორგანიზაციული სტრუქტურისა და მენეჯმენტის საკითხების დამუშავებით, ბაზრის ანალიზით, კვლევით, მონაცემების შეგროვება/დამუშავებით, პროდუქციისა და მომსახურების აღწერით, მარკეტინგისა და რეალიზაციის ასპექტების განსაზღვრა/ანალიზით, ბაზრის აღწერით, ფინანსური ინფორმაციის დამუშავებით, პროექტის ღირებულებისა და ხარჯთაღრიცხვის ანალიზით, SWOT ანალიზით, ბიზნესპროექტთან დაკავშირებული მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზებით.
ბიზნესპროექტების პრეზენტაციას ესწრებოდა გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი. მან გამოთქვა ბიზნესპროექტებთან დაკავშირებული მოსაზრებები და, პროექტების რეალურად განხორციელების შემთხვევაში, მხარდაჭერა აღუთქვა სტუდენტებს.
მეორე ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პროექტი - წყალქვეშა საიდუმლოებები - გახდა რჩეული და შეფასდა ფრიადით (A).