გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ და Partner of Ivoclar Academy Tbilisi -მ ერთობლივად ჩაატარეს შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლება კლინიკურ ორტოპედიაში (CBL-ტრენინგი) „ესთეტიკური და ფუნქციური რეაბილიტაცია ადჰეზიური კერამიკული რესტავრაციებით“.
კურსი განკუთვნილ იყო ექიმი-ორთოპედებისა და რეზიდენტებისათვის.
CBL ტრენინგის საშუალებით მსმენელებს მიეცათ შესაძლებლობა კლინიკურ ორთოპედიაში შეეძინათ არა მარტო ფუნდამენტური თეორიული ცოდნა ადჰეზიური კერამიკული რესტავრაციების შესახებ, არამედ განემტკიცებინათ კლინიკური უნარების ფართო სპექტრი რესტავრაციულ სტომატოლოგიაში გერმანული კომპანია lvoclar-ის პრემიუმ ხარისხის სარესტავრაციო მასალებით.