თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია “ჰეკეთიკ საქართველოსთან”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია “ჰეკეთიკ საქართველოსთან”


12 ივლისს გრუნისა და შპს “ჰეკეთიკ საქართველოს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებელობა პრაქტიკა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაიარონ, შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

 

მემორანდუმი, ასევე, გულისხმობს აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, მასტერკლასების ორგანიზებას და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და „ჰეკეთიკის“ ტრენერ-ექსპერტთა ჩართვას ერთობლივად ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში.

 

კომპანია „ჰეკეთიკ საქართველო“ საქმიანობს ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში და ეხმარება დაწესებულებებს ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი შიდა სტანდარტების დანერგვაში, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზაციის ინფორმაციული აქტივების უსაფრთხოება.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: გენადი შამუგია, კომპანიის გენერალური დირექტორი, ნინო გოშხეთელიანი , საოპერაციო დირექტორი და ირაკლი ზარანდია, კომერციული დირექტორი. მათ მოკლედ წარმოადგინეს თავიანთი ორგანიზაცია და ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობასა და გრუნისთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ.

 

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ რექტორის მოადგილეებმა , გიორგი მირიანაშვილმა და გულიკო გალდავამ, რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა, მერი ლომიამ სტუმრებს კამპუსი, ბიბლიოთეკა, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და მულტიმედიაცენტრი დაათვალიერებინეს.