გრუნის სტუდენტები გერმანიის საერთაშორისო სემინარებზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები გერმანიის საერთაშორისო სემინარებზე


2023 წლის 9 ივლისს გრუნის მედიცინის, ფსიქოლოგიისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საგანმანათლებლო პროგრამების წარჩინებული სტუდენტები - მარიამ მექვაბიძე, მარიამ ბრეგვაძე და ვახო ბაბუნაშვილი, გერმანიის საერთაშორისო სემინარებიდან დაბრუნდნენ.

 

ერთკვირიან საერთაშორისო პროექტში გრუნის სტუდენტები ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ მხარდაჭერით ჩაერთვნენ და შშმ პირებთან ურთიერთობისა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის თაობაზე დიდი გამოცდილებაც შეიძინეს.

 

პროექტის მონაწილეები სტუმრობდნენ ბერლინის შშმ პირებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელსა და სკოლას “Johannesstift”-ს, აგრეთვე, ოლიმპიურ სტადიონს; გაეცნენ თანატოლების ყოველდღიურობას და მოინახულეს, როგორაა ადაპტირებული სტადიონი შშმ პირებისთვის. მასპინძლებმა სტუმრები ქალაქის მერიაში, ვახშამზეც მიიწვიეს.

 

სტუდენტებმა იმოგზაურეს ქალაქ პოტსდამშიც, მოინახულეს სკოლა “Oberstufenzentrum Johanna Just”, სკოლის ადმინისტრაციამ, სიურპრიზად, კაიაკის ტურიც მოუწყო მონაწილეებს.

 

ორგანიზაციის ოფისში გამართულ საერთაშორისო საღამოზე, ქართველმა სტუდენტებმა ტრადიციული ქართული ღვინო და ტკბილეულობა შესთავაზეს უცხოელ კოლეგებს, ასევე, ისაუბრეს პროექტზე და მის სამომავლო პერსპექტივებზე.

 

პროექტის დახურვა გაიმართა ევროპის კომისიის ბერლინის ოფისში (European house in Berlin), სადაც მონაწილეებმა, როგორც საპატიო სტუმრებმა, ერასმუსისგან სერტიფიკატები მიიღეს, ხოლო ფინანსთა მინისტრისგან - სამახსოვრო ბარათებ.

 

სემინარი სახელწოდებით „We Share It“ სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ და მასპინძლობდა ასოციაცია „GEB”-ის წარმომადგენელი, ნინა მალინინა.