მოწვეული დარგის სპეციალისტის ლექცია ტურიზმის სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მოწვეული დარგის სპეციალისტის ლექცია ტურიზმის სტუდენტებისთვის


15 ივნისს გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლამ ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის მოიწვია დარგის სპეციალისტი, ტურისტული კომპანია „მიმინო თრეველის“ დსთ-ს ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი - ლანა რამიშვილი, რომელმაც დისციპლინის - ტუროპერეიტინგი, სილაბუსით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში წაიკითხა ლექცია.

 

ლექციაზე განსახილეს: ტურისტული კომპანიის მუშაობის მოდელები საქართველოში, ტურისტული პროდუქტი და მისი შექმნის სპეციფიკა, პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის შიდა სისტემები, სამიზნე ბაზრები, საერთაშორისო პარტნიორები, ტურისტული დოკუმენტაციის წარმოება, მრავალფეროვანი ტურების შეთავაზება, ჯგუფური და ინდივიდუალური ტურების შექმნისა და გაყიდვის თავისებურებები და ა.შ.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

შეხვედრის დასასრულს ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა დისციპლინის ლექტორს, ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილს და მოწვეულ დარგის სპეციალისტს ლანა რამიშვილს წარუდგინეს ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი პროექტი ტურისტული კომპანიების შესახებ, 7 -დღიანი ტური საქართველოში და საინტერესო პროფესიული რჩევებიც მიიღეს.