2023 წლის 29 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა წარმატებით დაასრულა პრაქტიკული ინგლისური ენის 2-თვიანი კურსი „Teen Academy“-ის მონაწილე მოსწავლეებისათვის.
ორი ჯგუფი, კვირაში 2-ჯერ ერთვებოდა სწავლებაში, რათა გაეუმჯობესებინათ სასაუბრო მეტყველება ინგლისურ ენაში.
მეცადინეობებს უძღვებოდნენ ინგლისური ენის პედაგოგები - სოფიო სოფრომაძე და მარი ყურაშვილი, რომლებმაც სულ ახლახან, გრუნის მხარდაჭერით, წარმატებით დაასრულეს ტეხასის A&M უნივერსიტეტის TESOL პროგრამა და აქვთ ინგლისურის, როგორც უცხო ენის, სწავლების დიდი გამოცდილება.
პრაქტიკული ინგლისური ენის კურსი, რომელიც შეიქმნა სპეციალურად Teen Academy-ის მონაწილეებისთვის, ფოკუსირებული იყო სასაუბრო, ზოგად ინგლისურზე და მიზნად ისახავდა გამოთქმის, საუბრის, მოსმენის უნარისა და ლექსიკური მარაგის გაუმჯობესებას.
29 ივნისს, კურსების საზეიმო დახურვის ცერემონიაზე, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეაჯამეს შედეგები და მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისათვის.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ყოველი მეცადინეობა იყო საინტერესო, გაიუმჯობესეს მეტყველება, მიიღეს ინფორმაციას გაცვლითი პროგრამების შესახებ და შეიძინეს მეგობრები.
მონაწილეებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და შემდგომი წარმატებას უსურვეს: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ გულიკო გალდავამ, სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა, მერი ლომიამ და რექტორის მრჩეველმა, ანა აბესაძემ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს კამპუსი, ბიბლიოთეკა, მულტიმედიაცენტრი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია.
თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის პედაგოგებს: სოფიო სოფრომაძესა და მარი ყურაშვილს საინტერესო კურსისა და გაწეული შრომისათვის.