გრუნის სტუდენტები - AUF -ის პროექტის გამარჯვებულები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები - AUF -ის პროექტის გამარჯვებულები


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს კონკურსში მონაწილეობდნენ.

 

კონკურსანტებს ევალებოდათ ფრანგული ენის შესასწავლი თამაშების შექმნა და ფრანგულ ენაზე წარდგენა.

 

2023 წლის 21 ივნისს სააგენტომ შეაჯამა შედეგები და საუკეთესო მონაწილეებად დაასახელა გრუნის სამი სტუდენტი: კესო მანჩხაშვილი, მარიამ ბასილაძე და სალომე ონეზაშვილი.

 

ფრაკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) რეგიონალურმა დირექტორმა მოჰამედ კეტატამ გამარჯვებულ სტუდენტებს პირადად გადასცა დიპლომები ფრანგულ ენაზე შექმნილი საუკეთესო პრეზენტაციისთვის.

 

ვულოცავთ პირველკურსელ სტუდენტებს ამ წარმატებას!

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ათი წელია წარმატებით ახორციელებს ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების კურსს სტუდენტებისათვის და 5 წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს ფრაკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან.