საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს.
საერთაშორისო კავშირების განვითარება ადვოკატთა პროფესიის გამყარებას, განვითარებასა და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს.
„ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებასა და ჩვენ მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას წარმოადგენს, რაც ძალზედ სასიხარულოა“- განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ევროპელ კოლეგებს, გამოცხადებული ნდობისა და ამ უდიდესი შესაძლებლობისთვის, მადლობა გადაუხადა.
ვულოცავთ ბატონ ირაკლი ყანდაშვილს ამ მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვალეობის დაკისრებას.
ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს დაფუძნდა ბელგიაში და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციებისა და ინდივიდუალური ადვოკატების პროფესიულ განვითარებას.