დოქტორანტ ნინო ენდელაძის სასწავლო ვიზიტი რომში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დოქტორანტ ნინო ენდელაძის სასწავლო ვიზიტი რომში


2023 წლის 22-23 მაისს გრუნის სამართლის სკოლის დოქტორანტი ნინო ენდელაძე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის ქალაქ რომში.

 

დოქტორანტი პროექტში ჩაერთო მისი მეცნიერ-ხელმძღვანელის, სამართლის სკოლის პროფესორის - ნინო ლიპარტიას, მხარდაჭერით.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სპეციალური მიღება იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს ვიცე- პრეზიდენტთან, დარია დე პრეტისთან. შეხვედრაზე განხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების წესი და იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები.

 

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) სათავო ოფისში, განიხილეს მიმდინარე საქმიანობა, არსებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები.

 

პროგრამა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციების: „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ და „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით.