გრუნიმ წლის საუკეთესო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი დაასახელა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნიმ წლის საუკეთესო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი დაასახელა


16 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა სასწავლო წლის შედეგები შეაჯამა და წლის საუკეთესო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი დაასახელა.

 

უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებითა და სტუდენტთა გამოკითხვისა და აკადემიური/სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების შედეგების მიხედვით, „წლის მეცნიერის, სამეცნიერო ნაშრომისა და საუკეთესო ლექტორის წოდება, 2022 წლის შედეგებით, მიენიჭათ აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს:

 

წლის მკვლევარი:

სლავა ფეტელავას - ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორს;

 

წლის სამეცნიერო ნაშრომი:

ზურაბ ძლიერიშვილის - სამართლის სკოლის პროფესორის, ნაშრომს „დაუსწრებელი გადაწყვეტილება“;

 

წლის საუკეთესო ლექტორი:

მურთაზ კვირკვაიას - ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორს;

ლიანა სირაძეს - მედიცინის სკოლის პროფესორს;

გიორგი შაშიაშვილს - სამართლის სკოლის პროფესორს;

არჩილ გამზარდიას - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორს;

ნინელი კენჭაძეს - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორს;

ჟუჟუნა შაინიძეს - ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორს;

 

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალს გადაეცათ სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი ჯილდო.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ კიდევ არაერთი წარმატება უსურვა თითოეულ მათგანს სამეცნიერო საქმიანობასა და მომავალი თაობის აღზრდაში.