თანამედროვე მედიცინის აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა 2023 წლის 20 ივნისს ჩატარებული სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მედიცინის განვითარება: წარსული, აწმყო, მომავალი”.
კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები იყო საინტერესო და აქტუალური, 30 მოხსენებას შორის, უმეტესობა, შეიცავდა კვლევით კომპონენტს, შეეხებოდა არა მხოლოდ ვიწრო სამედიცინო, არამედ ზოგად პრობლემებს, რომლებიც სერიოზულ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის ამსახველ ინდიკატორებზე.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სტუდენტების მოხსენებებმა:
- „ომის გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე: შემთხვევის კვლევა სუდანზე“, (მომხსენებელი -LEEN MUTASIM AWAD ABBAS);
- „ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა და მისი სადაზღვევო პოლიტიკა“ (მომხსენებლები-YOGESH HARSH და NARESH KUMAR);
- ნიგერიის წვლილი მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიების განვითარებაში (მომხსენებელი- KHALILAT BOLUWATIFE ANIMASHAUN);
- ინდოეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ნარკოტიკების კონტრაბანდის შესაჩერებლად (მომხსენებელი - SAYAN KUMAR PAUL) და სხვ.
კონფერენციაზე დიდი ყურადღება დაეთმო მედიცინის ისეთ აქტუალურ პრობლემებს, როგორებიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, მედიცინის ისტორია, ცალკეული დაავადებების პროფილაქტიკის პრობლემები და სხვ:
- თამბაქოს მოხმარება ბავშვებსა და მოზარდებს შორის (მომხსენებელი 1 კურსის სტუდენტი SOUMIK NANDY);
- „იოგას და აიურვედას ადგილი თანამედროვე მედიცინასა და რეაბილიტოლოგიაში (მომხსენებელი 1 კურსის სტუდენტი დავით დანელია);
- ჰიპოკრატეს იდეები და თანამედროვე მედიცინა (მომხსენებელი AALIA QUADRI) და სხვ.
კონფერენციის შედეგები შეაჯამა სხდომის თავჯდომარემ, პროფესორმა ზ.ბერიშვილიმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უცხოელ სტუდენტთა უმეტესობა გამოირჩევა არა მხოლოდ კარგი აკადემიური მოსწრებით, არამედ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი ექიმისათვის - ახლის აქტიური ძიებით.
კონფერენციას ესწრებოდნენ: მედიცინის სკოლის დეკანი ანა თეგეთაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები;
კონფერენციას ორგანიზებას უწევდნენ: მედიცინის სკოლის პროფესორი ოთარ გერზმავა და მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილე ნინო გორდელაძე;
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.