Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
ბიზნესმენი გიორგი სვანიძე სტუმრად გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბიზნესმენი გიორგი სვანიძე სტუმრად გრუნიში


2023 წლის 22 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას მოწვევით, სტუმრობდა ბიზნესმენი გიორგი სვანიძე.

 

საჯარო ლექციაზე, რომელსაც გრუნის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ბიზნესის წამოწყებისა და სწორად წარმართვის, ასევე, თავისი გამოცდილებისა და იმ წარმატების შესახებ, რომელსაც მიაღწია ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანითა და გაშენებით. აღინიშნა, რომ დღეს საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

 

ბიზნესმენმა სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმებიც გააცნო და დაინტერესების შემთხვევაში, ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა უნივერსიტეტსა და ახალგაზრდებს.

 

საჯარო ლექციის დასრულების შემდგომ ბატონმა გიორგი სვანიძემ უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის მიერ ნაკუთხი ზეთისხილის ნერგები, რომელთა დარგვაშიც, სტუდენტებთან, პროფესორებთან და უნივერსიტეტის რექტორთან მამუკა თავხელიძესთან ერთად, თავადაც მიიღო მონაწილეობა.

 

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო პროექტებზე, მათ შორის, ერთობლივი ღონისძიებების გამართვის, სტუდენტების დაფინანსების, სტაჟირებისა და სხვა საკითხების შესახებ.