სამეცნიერო ფორუმი “ციფრული რეფერენდუმი: საჯარო მმართველობის ეფექტური მოდელირება“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო ფორუმი “ციფრული რეფერენდუმი: საჯარო მმართველობის ეფექტური მოდელირება“


17 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა სამეცნიერო ფორუმი სახელწოდებით „ციფრული რეფერენდუმი: საჯარო მმართველობის ეფექტური მოდელირება“.

 

ფორუმი განხორციელდა უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის და საჯარო მმარველობისა და პოლიტიკის სკოლისთვის დაწესებული საგრანტო პროექტის ფარგლებში და განეკუთვნება სახელმწიფოს მართვის პრაქტიკული განხორციელების უახლესს მოდელს - ციფრულ რეფერენდუმს.

 

ფორუმი ოფიციალურად გახსნა ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა - ამირან მესხიშვილმა და ამგვარი შეხვედრების განსაკუთრებული მნიშვნელობისა და განსახილველი თემის აქტუალობის შესახებ ისაუბრა. ფორუმის მონაწილეებს მიესალმა რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.

 

სამუშაო პანელი მოიცავდა პლენარულ სასესიო განხილვას, ფოკუსჯგუფთან კვლევის ჩატარებას, თემატური მოხსენებების წარდგენასა და დისკუსია/შეჯამებას.

 

მკვლევრები, საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, სამთავრობო, საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები და სტუდენტები განიხილავდნენ საჯარო და მმართველობითი სივრცის გაციფრულების, ციფრული რეფერენდუმისა და საჯარო სივრცის ტრანსფორმაციის ინოვაციურ საკითხებს, მეთოდებსა თუ მიდგომებს.

 

ფორუმს სტუმრობდნენ გრუნის თბილისის სამართლის, ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ასევე, მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ეკა ბესელია, რომელმაც მოხსენება გააკეთა თემაზე “საჯარო მმართველობის ეფექტურობა - საკანონმდებლო ორგანოს საუკეთესო მოდელი“.

 

სამეცნიერო ფორუმს უძღვებოდა ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გულო თურმანიძე.

 

ფორუმის დასასრულს გაიმართა დაჯილდოება და ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატი.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორები:

  • პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ხათუნა მურადიშვილი;
  • პროექტის კვლევის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ეკატერინა ზაქარაძე;
  • პროექტის ანალიტიკოსი - გუგული თურმანიძე, ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში;