2023 წლის 13 ივნისს, ჰარვარდის ბიზნესსკოლის სასწავლო კურსის - „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა“ (MOC), ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ონლაინლექცია თემაზე: „ინოვაციები და კონკურენტუნარიანობა ძლიერი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მშენებლობისათვის“.
შეხვედრას ესწრებოდნენ გრუნის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, რომლებმაც საინტერესო დისკუსია გამართეს ჰარვარდის აფილირებულ პროფესორ კენეტ ჩარმანთან. შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროფესორი კენეტ ჩარმანი ჰარვარდის ბიზნესსკოლის MOC-ის აზიის საბჭოს თავმჯდომარეა.
შეხვედრას ორგანიზებას გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლა უწევდა.